კულტურული დაწესებულებები

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწოფო დრამატული თეატრი
გიორგი ერისთავის სახელობისა, ქართული დრამატული თეატრი ქალაქ გორში საუკუნენახევრისაა. იგი ატარებს პირველი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის სახელს. თანამედროვე შენობა, რომლის პროექტიც ეკუთვნის არქიტექტორ მ. თავაძეს, აიგო 1939 წელს. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართული თეატრალური ხელოვნების კორიფეები – რეჟოსორები: პ. ფრანგიშვილი, ვ. ყუშიტაშვილი, ლ. იოსელიანი, ი. კაკულია, გ. აბრამაშვილი, მსახიობები: შ. ხერხეულიძე, ვ. კახნიაშვილი, ქ. ბოჭორიშვილი, თ. აბაშიძე, რ. ცაბაძე.
მისამართი: ქ. გორი. ჭავჭ24
ტელ: 0 370 27 33 06

აიპ  გორის  მუნიციპალიტეტის  საჯარო ბიბლიოთეკა
მისამართი: ქ.გორი, სტალინის  ქ.№
ტელ: 0 370 27 21 50; 0 370 27 49 15;

აიპ  გორის  მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
მისამართი: ქ.გორი,მშვიდობის ქ.№12ა
ტელ: 0 370  27 21 47; 0  370 27 37 71;

აიპ გორის  მუნიციპალიტეტის  ანა  ფერაძის  სახელობის  სამხატვრო  სკოლა
გორის სამხატვრო სკოლა დაარსდა 1957 წელს, რომელიც თავდაპირველად მდებარეობდა გორის IX სკოლის ეზოში. მისი დამაარსებელი და სულისჩამდგმელი იყო ანა ფერაძე. გორის სამხატვრო სკოლას მრავალი საუკეთესო მხატვარი აღუზრდია. გორელი მხატვრები უამრავი გამოფენის მონაწილენი არიან. ბევრი უცხოელი მოხიბლულა მათი ხელოვნებით. დღესაც სამხატვრო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ენერგიულად განაგრძობს მოღვაწეობას ფუნჯის ოსტატების აღსაზრდელად. ახალ, ამჟამინდელ შენობაში სამხატვრო სკოლა გადმოვიდა 1972 წლის დეკემბერში.
მისამართი: ქ.გორი, ფარნავაზის ქ.№1
ტელ: 0 370 27 40 27

აიპ  გორის  მუნიციპალიტეტის  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი
მისამართი: ქ.გორი,სუხიშვილის  ქ.№20
ტელ: 0 370 27 72 65

აიპ გორის მუნიციპალიტეტის მწერალთა სახლი
მისამართი: ქ.გორი,ევდოშვილის ქ.№49
ტელ: 0 370 273140

კულტურისა და დასვენების პარკი
მისამართი: ქ.გორი,გურამიშვილის ქ. №1
ტელ: 592 90 77 20

 

 

მუზეუმები

აიპ გორის  მუნიციპალიტეტის  სერგი  მაკალათიას  სახელობის  ისტორიულ-ეთნოგრაფიული  მუზეუმი
ქ. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზემი დაარსდა 1935 წელს ი. ჯავახიშვილის ხელშეწყობით. მუზეუმი ატარებს მისი ერთ-ერთი დამაარსებლის სერგი მაკალათიას სახელს. დაარსების დღიდან მუზეუმი სისტემატურად აწარმოებდა ფართო სამეცნიერო-კვლევით და საველე-საექსპედიციო სამუშაოებს, რის საფუძველზეც იქცა შიდა ქართლის სათაო მუზეუმად. აქ დაცულია ჩვენს წ.აღ-მდე პერიოდის არქეოლოგიური მონაპოვარი, უძველესი მიწათმოქმედების, ლითონწარმოების, მესაქონლეობის, მეთუნეობის, კედლის მხატვრობის, ნუმიზმატიკის, სახალხო-სანახაობის ამსახველი მასალა. აგრეთვე მუზეუმს გააჩნია მრავლისმთქმელი ფოტოფონდი და ხელნაწერთა განყოფილება. გორის ისტორიულ - ენთოგრაფიულ მუზეუმში უძველესი დროიდან (ქვის ხანა) დღემდე არსებული ყველა კულტურის 48 000 - ზე მეტი უნიკალური ექსპონატი ინახება.
მისამართი: ქ.გორი,  კირიონ  II-ის  ქ.№12
ტელ: 0 370 27 28 67; 0 370 22 73 67;

ი.ბ. სტალინის სახელმწოფო სახლმუზეუმი
სტალინის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ქ. გორში სტალინის პროსპექტზე №13-ში. კომპლექსში შედის: სახლი (სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა ი.ბ. ჯუღაშვილმა (სტალინმა)), ამ სახლის დამცველი პავილიონი და მუზეუმის შენობა. სტალინის სახლი აღდგა და გაიხსნა 1937 წლის 10 ნოემბერს. ამავე წელს აიგო დამცველი პავილიონიც.
სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია აგურითა და ალიზით. შედარებით მოზრდილ ოთახში გამოფენილია მემორიალური ნივთები, ხოლო მეორე ოთახში ფოტოსტენდებია. სახლის ნახევარსარდაფში, სადაც ჩადის აგურის კიბე, ბ. ჯუღაშვილის სახელოსნო იყო გამართული. სახლს შემოუყვება რიყის ქვის ქვაფენილი.
1939 წელს სტალინის სახლის აღმოსავლეთით, მის მახლობლად, ერთსართულიან შენობაში გაიხსნა ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი. 1957 წელს კი სტალინის სახლის ჩრდილოეთით აიგო მუზეუმის ორსართულიანი შენობა. მუზეუმის ექვს დარბაზში გამოფენილია სტალინის (1879-1953 წწ.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. 1985 წელს მუზეუმის ეზოში დადგეს ვაგონი, რომელიც სტალინს ემსახურებოდა.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ვარიანში
გორიდან 12 კმ-ის დაშორებით, ჩრდილოეთით, ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს სოფელი ვარიანი.
ვარიანში, 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა დიდი ქართველი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი. აქვეა მისი მუზეუმი, სადაც საინტერესოდ გვესაუბრებიან მწერლის ცხოვრების შესახებ. მუზეუმთან ახლოსაა საუკეთესო წყარო, რომელსაც იაკობის წყაროს ეძახიან. ვარიანში ყოველ წელს იმართება სახალხო დღესასწაული – “იაკობობა”.
იაკობ გოგებაშვილმა ბავშვებისთვის შეადგინა უკვდავი “დედა ენა”, “ბუნების კარი”, “რუსკოე სლოვო”... აგრეთვე საყმაწვილო მოთხრობათა და ლექსთა კრებული. საინტერესოა მუზეუმის ექსპონატების დათვალიერება, მწერლის პირადი ნივთების ნახვა. მუზეუმის ეზოში არის მოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (1835), რომლის მღვდელი იყო იაკობის მამა. მუზეუმში დაცულია საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკისა და საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის (1840-1912 წ.წ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, წიგნადი ფონდი; მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ელ. ახვლედიანის, ვ. ჭანკვეტაძის, რ. კეჭაყმაძის, ი. გოგოლაშვილის, მ. გეწაძის, ბ. მანაგაძის და სხვათა ფერწერული ტილოები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.
მისამართი: გორის რ-ონი, სოფ. ვარიანი
ტელეფონი: (+995 92) 02 07 07

საბრძოლო დიდების მუზეუმი გორში

ნიკო ლომაური სახლ-მუზეუმი არბოში

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ძევერაში
 

მუსიკალური სკოლები

აიპ  გორის  მუნიციპალიტეტის  ვანო  მურადელის  სახელობის  სამუსიკო  სკოლა
მისამართი: ქ.გორი,სამეფოს  ქ.№22
ტელ: 0 370 27  33 03

აიპ ატენის სამუსიკო სკოლა
მისამართი: სოფელი ატენი
ტელ: 595 913017

აიპ ხიდისთავის სამუსიკო სკოლა
მისამართი: სოფელი ხიდისთავი
ტელ: 599 50 75 40

აიპ ტყვიავის სამუსიკო სკოლა
მისამართი: სოფელი ტყვიავი
ტელ: 555 24 00 54

აიპ ტირძნისის სამუსიკო სკოლა
მისამართი: სოფელი ტირძნისი
ტელ: 599 36 01 55

აიპ სკრის სამუსიკო სკოლა
მისამართი: სოფელი სკრა
ტელ: 557 45 78