მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებით 490 -მდე მოქალაქემ ისარგებლა. მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის მიმართავენ ონკოლოგიური ავადმყოფები, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები (0-დან 18 წლამდე), საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ოჯახის წევრები, სპორტსმენები, სტუდენტები, სქოლიოზით დაავადებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები.
დღეს გორში  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 1 საკითხი განიხილეს.