გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინგლისური ენის ღვაწლომოსილ პედაგოგს ლიანა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცეს. 
გორში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებები გაიმართება. 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრში  12:00 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.დილით ადგილობრივ ტაძრებში საქართველო დამოიკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინაბა. 
გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გორელი პოეტის გიორგი მახარობლიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ამავე ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვით მიმდინარე წლის ბოლომდე 8 ტომის გამოცემა იგეგმება.   თითოეულ ტომში გორელი მწერლების შემოქმედება იქნება წარმოდგენილი.
გორში, 28 მაისს, სამშაბათს 10.00 საათზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება სახელწოდებით - ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციაში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელები მიიღებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტარტეგიის პროექტის განხილვა შედგა. რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი იყო ოთხი სამუშაო ჯგუფი. მათ ექსპერტებთან ერთად ორთვიანი რეგულარული შეხვედრების, შესაბამისი მასალების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბეს შიდა ქართლის მდგრადი განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულება და სტრატეგიული განვითარების პროექტი. აღნიშნული პროექტი წარმოადგინეს შესაბამის სექტორში მომუშავე ექსპერტებმა.
   ტრენინგი უტარდებათ. გადამზადების კურსს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების ინიციატივით ტარდება, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მასპინძლობს. ტრენინგი სამდღიანია და  მას  საერთაშორისო ასოციაციის ,,კივიტას გეორგიკა“ წარმომადგენლები უძღვებიან. ტრენინგის თემატიკქალაქ გორის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს  კვალიფიკაციის ასამაღლებლად  აა ,,ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული აღმზრდელი“.          „აღნიშნული გადამზადების კურსი გათვალისწინებულია სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებისთვის.
11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ევროკავშირის მისიის პატივსაცემად ღონისძიებები გაიმართა. ამავე ცენტრის ფოიეში გამოიფინა ანა ფერაძის სამხატრო სკოლის აღსაზრდელებისა და რამოდინემე არასამთავრობო ორგანიზაციის ბენეფიციართა ნამუშევრები. 18:00 საათზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა. ღონისძიბებს დაესწრენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
10 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც 28 დეპუტატი ესწრებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 63 საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა სხდომაზე მოისმინეს გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის 2013 წლის მიმდინარე პერიოდში შესრულებული საქმინობის ანგარიშები.