გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში,შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტარტეგიის პროექტის განხილვა შედგა . რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი იყო ოთხი სამუშაო ჯგუფი.მათ ექსპერტებთან ერთად ორთვიანი რეგულარული შეხვედრების,შესაბამისი მასალების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბეს შიდა ქართლის მდგრადი განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულება და სტრატეგიული განვითარების პროექტი.სწორედ, ეს პროექტი წარმოადგინეს შესაბამის სექტორში მომუშავე ექსპერტებმა.
   ტრენინგი უტარდებათ. გადამზადების კურსს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების ინიციატივით ტარდება, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მასპინძლობს. ტრენინგი სამდღიანია და  მას  საერთაშორისო ასოციაციის ,,კივიტას გეორგიკა“ წარმომადგენლები უძღვებიან. ტრენინგის თემატიკქალაქ გორის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს  კვალიფიკაციის ასამაღლებლად  აა ,,ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული აღმზრდელი“.          „აღნიშნული გადამზადების კურსი გათვალისწინებულია სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებისთვის.
11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ევროკავშირის მისიის პატივსაცემად ღონისძიებები გაიმართა. ამავე ცენტრის ფოიეში გამოიფინა ანა ფერაძის სამხატრო სკოლის აღსაზრდელებისა და რამოდინემე არასამთავრობო ორგანიზაციის ბენეფიციართა ნამუშევრები. 18:00 საათზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა. ღონისძიბებს დაესწრენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
10 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც 28 დეპუტატი ესწრებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 63 საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა სხდომაზე მოისმინეს გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის 2013 წლის მიმდინარე პერიოდში შესრულებული საქმინობის ანგარიშები.
გორში, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლისთავთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომის მონაწილეებისთვის სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ომის ვეტერანები, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, პარლამენტარები სოსო ვახტანგაშვილი, თამაზ შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს, 7 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში ტრადიციულად ,,ოქონობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ,,ოქონობაზე" ჩვეულებისამებრ მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.დღე ტრადიციულად ოქონის ნიშთან დაიწყო, სადაც 9:00 საათიდან ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ) სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარა. წირვის შემდეგ მრევლმა საზეიმო მსვლელობით ქალაქის ქუჩები მოიარა.
გორში, 1 მაისს, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით  ჩატარდა. ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმართველობისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა.
დღეს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეების  ინიციატივით წინასააღდგომოდ  საქართველოს კარიტასის გორის ოფისის ბენეფიციარებს , 60 სოციალურად დაუცველ ოჯახს  200 ცალი სასურსათო პაკეტი გადაეცათ  . ,,საქართველოს კარიტასის’’ გორის ოფისის წარმომადგენლები  ,,შინმოვლის ‘’პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევენ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს,  მათი საცხოვრებელი ადგილის პირობებში.