22 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში ტრადიციულად ,,ოქონობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ,,ოქონობაზე" ჩვეულებისამებრ მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.დღე ტრადიციულად ოქონის ნიშთან დაიწყო, სადაც 9:00 საათიდან ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ) სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში, 2008 წლის ომში დაღუპული გმირების მემორიალთან იმყოფებოდნენ. მათ გარდაცვლილი გმირების სულებს პატივი მიაგეს, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მემორიალთან აშენდება ეკლესია და ეს იქნება ადგილი, რომელიც ყველას შეახსენებს შინდისთან დაღუპული ჯარისკაცების გმირობას და სამშობლოსთვის თავგანწირვას. 
დღეს გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული დასუფთავების კამპანიის ფარგლებში კვერნაკის დასახლებაში სასაფლაოს ტერიტორიაზე  პირველი დასუფთავების აქცია მოეწყო.ღონისძიებაში მონაწილეობდა მუნიციპალური შპს „კეთიმოწყობის სამსახური“ და შპს ,,იბოლია“. სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კვერნაკის დასახლებაში პეტრიაშვილის ქუჩაზე მინი ტყე-პარკის გამწვანების პროცესში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პარკი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მოეწყო, სადაც 350 - მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო. აქცია ნერგებით გორის მუნიციპალიტეტის სანერგე მეურნეობამ უზრუნვეყო. 
ნიქოზში სოფლის მეურნეობის მინისტრამა შალვა ფიფიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქვეყნის მააშტაბით ახლადშექმნილ 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საზეომო ვითარებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიანიჭეს. ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,ნიქოზი“ ტერიტორიაზე მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს ანზორ გვაძაბიას 77 წლის იუბილის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის სახელით საჩუქრად ფულადი თანხა 200 ლარი გადასცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში იმყოფებოდნენ, სადაც 15 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა ტელეკომპანია „TV 3"-ის გადამღები ჯგუფი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძე ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
გორში დედა ენის დღე რიგი ღონისძიებებით აღინიშნა.დედა ენის დღეს გორს მარნეულის არაქათულენოვანი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც    სპეციალურად მათთვის სიმბოლური პირველი  გაკვეთილი ჩატარდა.სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენა.ამავე ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ასფალტზე ხატვა, სადაც  გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საკუთარი ინტერპრეტაციებით ქართული ანბანი გააცოცხლეს.